საოპერაციო დირექტორი
21-10-2026 - 21-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას:  საოპერაციო დირექტორის (COO) პოზიციაზე.

•მდებარეობა- ბათუმი

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებსა და სტრატეგიულ განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • ბიზნეს-პროცესებისა და საოპერაციო სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და ეფექტურობის გაზრდა;
  • კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საოპერაციო გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • დაქვემდებარებული დეპარტამენტების (შესყიდვების დეპარტამენტი, ლოგისტიკა და საწყობები, მარაგების მართვა, წარმოება, მერჩენდაიზინგი, იმპორტის ოპერაციები, ელექტრონული კომერცია,
    ტექნიკური, დასუფთავება და ობიექტების მომსახურება,
    უსაფრთხოების საოპერაციო პროცესები, მომსახურების ხარისხის კონტროლი) და გუნდების ეფექტური მართვა, კოორდინაცია და მოტივირება;
  • საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • საკვანძო ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და მათ დინამიკაზე მუდმივი მეთვალყურეობა;
  • რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • გენერალურ დირექტორთან და დამფუძნებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში (Master's / MBA ჩაითვლება უპირატესობად);
  • გამოცდილება: მინიმუმ 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (საოპერაციო დირექტორი, საოპერაციო მენეჯერი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
  • საოპერაციო პროცესების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სიღრმისეული ცოდნა;
  • ფინანსური უწყისების ანალიზისა და ბიუჯეტირების გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • საოფისე და მართვის პროგრამების (MS Office, ERP/CRM სისტემები) მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!