შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას: ფილიალის გენერალური მმართველის პოზიციაზე
ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელიც ჩაიბარებს ჩვენს ახალ, უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ მულტიფუნქციურ ობიექტს. სივრცე აერთიანებს როგორც სუპერმარკეტს, ისე სრული ციკლის საწარმოო ხაზს, სადაც „ნაზილბეს“ ქსელის საკონდიტრო და საცხობის ნაწარმი მომზადდება
მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
მულტიფუნქციური მართვა: ობიექტის ყველა მიმართულების სუპერმარკეტისა და საკონდიტრო/საცხობი საწარმოს სრული ოპერაციული პროცესების ხელმძღვანელობა;
დიდი გუნდის მართვა: 130-კაციანი პერსონალის (ადმინისტრაციული, სავაჭრო და საწარმოო გუნდების) მართვა, სამუშაო გრაფიკების ოპტიმიზაცია, ადაპტაცია და მოტივაცია;
წარმოების კონტროლი: საცხობი და საკონდიტრო წარმოების გეგმების შესრულება, ტექნოლოგიური პროცესების, რეცეპტურისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების (HACCP) მკაცრი დაცვა;
ფინანსური და სავაჭრო მაჩვენებლები: გაყიდვების გეგმების შესრულება, ობიექტის ბიუჯეტის, P&L-ის, მარაგებისა და ნაშთების ეფექტური მართვა (დანაკარგების მინიმიზაცია);
ხარისხის და სერვისის კონტროლი: როგორც წარმოებული პროდუქციის უმაღლესი ხარისხის, ისე სუპერმარკეტში მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა;
ტექნიკური გამართულობა: ობიექტზე არსებული თანამედროვე დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის კონტროლი;
ანგარიშგება: კომპანიის ცენტრალურ ოფისთან მჭიდრო კოორდინაცია და რეგულარული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან წარმოების მართვის მიმართულებით);
მსხვილი ობიექტის (სუპერმარკეტის, ჰიპერმარკეტის, კვების ობიექტის ან საწარმოს) მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
მრავალრიცხოვანი (50+ თანამშრომელი) გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
საცალო გაყიდვებისა და/ან კვების პროდუქტების წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და მარაგების მართვის გამოცდილება;