შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას: მარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
•სამუშაო გრაფიკი - 6/1, კვირაში 40 საათი
•მდებარეობა- ბათუმი
•ანაზღაურება-გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- მარაგების მართვის საერთო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
- ობიექტების მიხედვით ოპტიმალური ნაშთების ლიმიტების განსაზღვრა;
- ცენტრალური საწყობისა და ფილიალების მარაგების კონტროლი;
- დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების სისტემური პრევენცია;
- გაყიდვებისა და მარაგებისა მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;
- ბრუნვის, დანაკარგებისა და მომგებიანობის მაჩვენებლების კონტროლი;
- მარაგების დეპარტამენტის თანამშრომელთა მართვა, ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და სამუშაო პროცესების კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და განვითარება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
(FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Excel მაღალ დონეზე ცოდნა.