შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას: ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის (ფიქერის) პოზიციაზე
•სამუშაო გრაფიკი - 1/1, 20:00-08:00
•მდებარეობა- ბათუმი
•ანაზღაურება-1000 ₾
•გამოცდილება - სასურველია სამარკეტო სფეროში გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
• ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების მომზადება.
• კურიერისთვის გადაცემამდე თითოეული მომზადებული შეკვეთის სისწორის შემოწმება, რათა მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის დასახელება და რაოდენობა ერთმანეთის იდენტური იყოს.
• მომხმარებლის მხრიდან უარყოფითი უკუკავშირის მიღების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება, უკმაყოფილების მიზეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორება.
• მაღაზიაში არსებული ნაშთების მუდვივი კონტროლი, რათა აპლიკაციაში მითითებული ხელმისაწვდომი პროდუქცია ნამდვილად იყოს წარმოდეგნილი მაღაზიაში.
• საჭიროების შემთხვევაში კურიერთან დაკავშირება.